მამუკა მდინარაძე : “პარლამენტის ბლოკირება არის დაუშვებელი”

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება არის დაუშვებელი და პოლიციამ უნდა იმოქმედოს, რათა ნებისმიერი სახის უკანონობა აღკვეთოს.

“ბლოკირება პარლამენტის არის დაუშვებელი. სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ ამ ფარგლებში, რომ აღკვეთონ ნებისმიერი სახის უკანონობა, რაც პარლამენტის ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. მარტივი სპეკულაციაა, რომ ვიღაცას შეუშვებენ და ვიღაცას არ შეუშვებენ. თუ მოხდა პარლამენტის ბლოკირება იმგვარად, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო ფუნქციონირება, ეს არის კანონდარღვევა და რაც არ უნდა სიტყვების თამაშით სცადონ, რომ შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება და კანონს გვერდი აუარონ, ეს მათ ბუნებრივია არ გამოუვათ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.