“მავთულხლართების წინააღმდეგი ვარ”; “ექიმი გაფრინდაშვილი აუცილებლად დაბრუნდება” – ექსკლუზიური ინტერვიუ ოლეგ ტეზიევთან

ოლეგ ტეზიევი სამხედრო გამოცდილების კაცია. 1991 – 1993 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. იბრძოდა საქართველოს ჯარის წინააღმდეგ, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოში, მოხალისეებით ჩამოვიდა ვლადიკავკაზიდან, როდესაც ცხინვალში ომი გაჩაღდა. მაგრამ ის თავად არ მიიჩნევს, რომ საქართველოს ებრძოდა, არამედ თავის თანამემამულე ოსებს იცავდა. საქართველოს მტრად თავს ნამდვილად არ მოიაზრებს და ხალხებს შორის მშვიდობას და თანამშრომლობას ემხრობა. ზოგადად, ასეა, ომგამოვლილმა სამხედროებმა უკეთ იციან მშვიდობის ფასი, ვიდრე პროვოკატორმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სხვებს აქეზებენ და სხვისი სისხლის ხარჯზე უნდათ “პატრიოტობა”.

“ნიუსფრონტი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ოლეგ ტეზიევთან, რომელშიც პირველ ყოვლისა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თემას შევეხეთ. ასევე დავსვით მთავარი საკითხები, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩატეხილი ხიდების აღსადგენად. აუდიოჩანაწერი: