სალომე ზურაბიშვილი, კარგია თუ ცუდი პრეზიდენტი, ზედმეტი ამალისა და ხმაურის გარეშე, სტუმრობს ხოლმე თბილისის კაფეებს. ვინაიდან იგი არ არის მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენებს არ ატერორებს, ზოგიერთ მიშ-მოშიშარ ბიზნესმენს დღეს შიშები გაუქრა და თავს ფრიად “ორიგინალურად” უწევს რეკლამას –
– პრეზიდენტს დასცინის!
“გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე “ბია”ს ესტუმრა სალომე “ბუა”. სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს. #სტუმარიღვთისაა”, – წერს მელობიე დახლიდარი (იგივე “ბიზნესმენი”) გიორგი იოსავა ფეისბუკზე, რომლის სალობიეშიც პრეზიდენტი ვიწრო წრეში ვახშმობდა და ეს ვახშამი მას, “ნაციონალების” ქორფა აქტივისტების მოვარდნის და ყვირილის გამო, არ დასცალდა.