მიშისტური “ნიუსების” საიტი “ნიუპოსტი” დილეტანტურად ავრცელებს ინტერნეტში მოარულ (სავარაუდოდ სომხების მიერ გავრცელებულ) “ფეიკს”, თითქოს თურქეთის პრეზიდენტმა რუსული ანტისაჰაერო სისტემის С-400-ის ამერიკელებისთვის გადაცემა გადაწყვიტა, მისი ამერიკელების მხრიდან “შესწავლის” მიზნით.
სინამდვილეში არც რუსეთი, არც თურქეთი და გნებავთ, არც ამერიკა, ჯერ-ჯერობით ასეთ პრიმიტიულ აზროვნებამდე არ დასულან. ამერიკელების მხრიდან C-400-ის “შესწავლა” ვერ იქნება ეფექტური, რადგან ასეთი სისტემები მუდმივი დახვეწის პროცესშია. რუსეთის ხელმძღვანელობას ეს მომენტი გათვლილი აქვს და თურქების მხრიდან ამერიკისთვის ამ თავდაცვითი სისტემის უბრალოდ გადაცემა აზრს მოკლებული იქნება.
“ნიუპოსტის” მიერ დამახინჯებული ინფორმაცია სინამდვილეში ასე ჟღერს:
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა 15 ნოემბერს ამერიკისთვის არა C-400-ის გადაცემა, არამედ ამერიკულ სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავ F-35-ზე C-400-ის გავლენის ერთობლივი შესწავლის მექანიზმის შექმნა დააანონსა: “დღეს ჩვენ დავიწყეთ მუშაობა С-400 და F-35-ის მექანიზმის შემუშავებაზე. პროცესი აშშ-სთან ერთად წარიმართება” – იუწყება თურქული TRT.
ამასთან, თურქმა სახელმწიფო მოხელემ აღნიშნა, რომ არ მოხდება С-400-ის ინტეგრირება ნატოს ანტისაჰაერო სისტემაში.
თურქეთს სურს როგორც რუსული სისტემა С-400, ისე ამერიკული მოიერიშე F-35–ები, ჰქონდეს შეიარაღებაზე, შესაბამისად, აღნიშნული შესწავლის მექანიზმიც ამიტომ ჩამოყალიბდა.