მიტინგზე დამწვარ წიგნებს შორის ლევან გოთუას “გმირთა ვარამიცაა”

საზოგადოებამ უკვე უწყის “ნაცხროვის” მორიგი ბარბაროსობის შესახებ, როდესაც მკრეხელურად გადაკეთებული ხატების პარალელურად, მიტინგზე წიგნებიც მიიტანეს – გაბოროტებული უმეცარი იმბეცილების ორგანიზმის გასათბობად.

ტელევიზიით (“რუსთავი2”-ის საინფორმაციო გადაცემა 13:00 საათზე) აჩვენეს ერთი წარბებდაპუტული ქალი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი მიტინგზეა და ვინაიდან პოლიცია შეშის მოტანის უფლებას არ იძლევა, მან თავად საბჭოთა კავშირში გამოცემული წიგნები მოიტანა ცეცხლში დასაწვავად – შვილის და მისი ამფსონების გასათბობად.

“ამათ ცოდნა თავში აქვთ, წიგნი აღარ ჭირდებათ” – განაცხადა “მზრუნველმა დედამ” და დასაწვავად მოტანილ წიგნებს შორის რეპრესირებული ქართველი მწერლის შესანიშნავი ისტორიული რომანი “გმირთა ვარამიც” გამოაჩინა.