ამჯერად ალკოჰოლი: “აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, რომელთაგანაც ერთი “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს, ერთი “ამტელ ჰოსპიტალსში” და ორი – “ინგოროყვაში”.
“1 სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება. ამტელ ჰოსპიტალსში გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება, რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები”, -ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.