სამხედრო პენსიონერი კაცის ალალი ნასროლი გაქსუებულ ხელისუფალთ!

ვაქვეყნებთ პატრიოტი, სამხედრო კაცის, პენსიონერის, ბ-ნი მიშა იოსელიანის მწარე სიტყვებს, რომლებიც მან თავის ფეისბუკ-გვერდზე დაწერა ხელისუფლების და არა მარტო ხელისუფლების მისამართით.

გაუსაძლისი სოციალური პირობები, როგორიც საქართველოშია, არის მიზეზი არასტაბილობისა, უსამართლობის განცდისა და ქვეყნის უპერსპექტივობისა. სოციალური პრობლემატიკის მნიშვნელობა არ ესმის არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც დამოუკიდებლად წოდებულ საქართველოს მართავდა 1990-იანი წლებიდან ვიდრე დღემდე.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მიშას ნაწერი ალაგ-ალაგ არანორმატიულ ლექსიკას შეიცავს, გადავწყვიტეთ, უცვლელად გამოვაქვეყნოთ ეს ტექსტი, ვინაიდან იგი ლანძღისთვის არ დაწერილა, არამედ მშრომელი კაცის გულიდან ამოხეთქილი სიტყვებია! მაშ ასე, მიშა იოსელიანი:

“..არამზადების მოთრეულო, ჩემი და ჩემნაირების ცხოვრების განადგურების დამაკანონებელო, გაუმაძღარო გორსალა ნაბოზვრებო!
?თქვენ, 30 წლის მანძილზე დაასამარეთ სახელმწიფო და გაანადგურეთ ქვეყანა, ბოლოს ვითომ, ,,ერთადერთი დამაქცევარი” ეს თახსირი ნაცები გადააგდეთ…
სინამდვილეში, ხალხს საკუთარ სამშობლოში მოუწყვეთ უარესი, -ფარულად დაუკანონეთ გაუსაძლისი ყოფა…
-უსისხლო სიკვდილი. არცერთ სამსახურს არავინ არ გააკარეთ ისე, ამორიცხეთ სიცოცხლიდან და დაყარეთ ღმერთის ანაბარა, -ომის მონაწილეები, სახელმწიფო მოსამსახურეები და დარგების ნამდვილი მცოდნეები, ყველა ვისაც თქვენს ბინძურ ჭკუაზე ვერ აცეკვებდით…
?ცოცხალი თავით, არავის აძლევთ სამკვიდრო მიწას და მის თაობაზე შემოტანილ განცხადებაზე პასუხს, რომ კაცმა იქნებ მიწით ირჩინოს თავი…
?ყველაფერზე მიუღწეველი ნებართვა უაზრო ,,სერტიფიკატი”, ჯარიმა და უზარმაზარი გადასახადი…
?მსგავს მდგომარეობაში მყოფებს წყეულივით არ იკარებს არავინ, არავითარ სამსახურში, ან უკეთეს შემთხვევაში რაღაც დამამცირებელ სამუშაოზე და კაპიკებად…
?პირადად მე, 2006 წლიდან ოჯახით, ვარ 360 ლარი პენსიის ამარა!
?ასეთ პირობებში, გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის მიზეზით, კიდევ ,,ტეხასმოტრით” ძარცვა დააკანონეთ. ჩემს მანქანას არავითარი გამონაბოლქვი არ დაუდგინდა…
-დაიწუნეს საბურავები და სანამ საბურავებს არ დავაყენებ ,,ტეხასმოტრის გავლას არ დამიდასტურებენ. არ დამიდასტურებენ და რამდენს აღნუსხავს ყველა შუქნიშანზე ვიდეოთვალი ჩემს მანქანას ,,უტეხასმოტროდ”, იმდენ 50 ლარიან ჯარიმას გამომიწერს… ე.ი. თქვენს გამო ამ ერთადერთ ,,ვაისაშუალებასაც” ვერ გამოვიყენებ რამენაირად თავის გასატანად! ან სახლი უნდა გავყიდო თქვენი, ყველა გზაჯვარედინიდან ,,ვიდეობოზის” შეწერილი 50 ლარებიანი ხარკის დასაფარად… ?
?შიმშილით და უწამლოდ სიკვდილისათვის ბავშვების გაწირვას რომელი ,,კანონიერი ქურდი” და ,,გნილოი პრაკურორი” იკადრებდა როდესმე, -თქვე გოიმებო!
?-360 ლარი პენსიით, 500 ლარის საბურავები როგორ ვიყიდო მანქანის ,,ტეხასმოტრზე” გასატარებლად! მერე დენი, წყალი, ნაგავი და გაზის 150 ლარი გადაგიხადოთ… ოჯახს ორი მცირეწლოვანით რაღა ვაჭამო თქვე გახრწნილო ჩარჩებო!
?ჩემი ძმების სამარეს ვფიცავ! -თუ ,,აირია მონასტერი”, 30 წლის მანძილზე თავმოყრილ ყველა მასტის ნაბოზვარს, ვისაც სად მოგწვდებით, ჩემი ხელით, სათითაოდ შეგახვედრებთ იმას, რაც დაიმსახურეთ!
?კარგად დაიმახსოვრეთ!”