მესენჯერ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. გამოცემა CoinDesk-ის ცნობით, დუროვი კრიპტოვალუტა Gram-ის გამოშვების გეგმების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება.
დაკითხვა 2020 წლის 7 ან 8 იანვარს „მხარეების მიერ შეთანხმებულ ადგილზე“ გაიმართება. დუროვთან ერთად დაიკითხება Telegram-ის კიდევ ორი თანამშრომელი: შიამ პარეხი, რომლის სახელითაც ინვესტორები Telegram-ის კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ წერილებს იღებდნენ, და კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ილია პერეკოპსკი. მათ ლონდონში 10 და 16 დეკემბერს დაკითხავენ.
2020 წლის თებერვალში ნიუ-იორკის სასამართლო აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) საჩივრის განხილვას დაიწყებს.
12 ოქტომბერს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დროებითი სასამართლო ყადაღა დაადო ორ ოფშორულ კომპანიას, რომელიც სავარაუდოდ აშშ-სა და უცხო ქვეყნებში ტოკენების უკანონო პირველად მონეტარულ შეთავაზებებს (ICO) აწარმოებდნენ. საუბარია პაველ დუროვის კომპანია Telegram Group Inc.-ზე და მის შვილობილ კომპანია TON Issuer Inc.-ზე.