“თუკი ქართული მხრიდან ე. წ. პერფორმანსების ანუ პროვოკაციების მოწყობა შეწყდება, ოსების მხრიდან აუცილებლად გაჩნდება მზაობა კონსტრუქციული დიალოგისათვის” – აღნიშნა “ნიუსფრონტთან” საუბარში სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ოლეგ ტეზიევმა.
მან გულბაათ რცხილაძის დასმულ შეკითხვას უპასუხა და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ქაცარავა და სხვა “არასამთავრობოები” სინამდვილეში პროვოკატორები არიან. “საჭიროა პოზიტიური ნაბიჯები ერთმანეთის მიმართულებით” – დარწმუნებულია 2008 წლის ომის ვეტერანი ტეზიევი.
იხ. აგრეთვე მთლიანი ინტერვიუ ოლეგ ტეზიევთან.