საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.
მისი თქმით, ადგილზე პოლიცია იმისთვისაა მობილიზებული, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოხდეს და პარლამენტმა ფუნქციონირება მშვიდ ვითარებაში განაგრძოს.
„ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შევიდეს. საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა ჯერ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს და შემდეგ პიკეტირება მოახდინეს, ამიტომ პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იქნას დაცული და საკანონმდებლო ორგანომ განაგრძოს ფუნქციონირება მშვიდ ვითარებაში. არსებობს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონი, ბრძანება არაა საჭირო“,- განაცხდაა სირაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის იმ მხარეს, საიდანაც დეპუტატები მანქანით უნდა შევიდნენ, აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.