მოძრაობამ “გაბედე” პროტესტი დღეს დილიდან დაიწყო. დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს ახალგაზრდებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
“ქართული ოცნების” წევრი, რომელიც ბოლო პერიოდში უმრავლესობაში ცვლილებების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ინიშნება, პრესკლუბიდან პოლიციის თანხლებით გაიყვანეს.
ოპოზიციის გეგმა გრძელვადიანია და მასში უმრავლესობასთან დიალოგი არ შედის.
ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება – თუ საკითხი საარჩევნო ცვლილება იქნება, მათ შორის შესაძლოა საუბარი ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელზე.
ორგანიზატორების უახლოეს გეგმებში ხვალინდელი აქციაა, რომლისთვისაც მზადებას პარლამენტთან დღეს ხმაური მოყვა. ორგანიზატორებს პოლიცია ახალი კარვის დადგმის უფლებას არ აძლევდა.
აქცია პარლამენტთან ხვალ დილიდან განახლდება. აქტივისტები შენობის ყველა შესასვლელის პიკეტირებისთვის ემზადებიან.