ცაგერში მომხდარი მკვლელობა – სოფელ ლაჯანში ორმხრივი სროლისას გარდაცვლილი პოლიციელების შესახებ ერთ-ერთი სამართალდამცველის ნათესავი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, კარლო კოპალიანი პირველ კომენტარს აკეთებს.
კარლო კოპალიანი ამბობს, რომ გარდაცვლილებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს.
“ერთი ჩემი ოჯახის ახლობელია, მეორე მისი თანამშრომელი, მეგობარი. რამდენიმე წელი მუშაობდნენ ერთად პოლიციაში, იყვნენ ძალიან კარგი მუშაკები პოლიციის. სამწუხაროდ, რა მოხდა, არავინ არ იცის. იმედია, რომ დადგინდება. ვფიქრობ, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, რომელიც დამთავრდა გასროლით, რომელიც დამთავრდა სამწუხარო ტრაგედიით,”- განაცხადა კარლო კოპალიანმა.