მადლიერების დღის აღნიშვნა – დონალდ ტრამპმა ინდაურები შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრადიციისამებრ მადლიერების დღესთან დაკავშირებით ინდაურები შეიწყალა.

ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართა. მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში – საჯარო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს იმართება.

შტატებში მადლიერების დღე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია. ადრე ტრადიციის თანახმად ამერიკელები მოსავლისთვის ღმერთს მადლობას სწირავდნენ, მაგრამ ახლა ეს რელიგიურიდან საოჯახო დღესასწაულად გადაიქცა, რომლის ძირითადი ატრიბუტი ინდაურია.