ფულის მადიდებლები კიევიდან დაბრუნდნენ – სანიკიძე და გელბახიანი სააკაშვილის პროპაგანდას იწყებენ

გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა მიხეილ სააკაშვილს შავ-ბნელი წარსული დაუვიწყეს და საკუთარი ლანძღვა-გინებაც აპატიეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან კიევში შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.

სანიკიძეც და გელბახიანიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელსაც დიდი პიროვნული რესურსი აქვს. “თუ ხალხი ჩათვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მე მივესალმები ამ ფაქტს და მეტიც ხელსაც შევუწყობ მე მას” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.