კიდევ ერთხელ გადაიდო პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. მიზეზი ისევ პოლიტიკურია – ანარქიასთან მიახლოებული მდგომარეობა საქართველოში.
გაზეთი “იზვესტია” იუწყება, რომ ახალ წლამდე რეისების განახლების საშუალებას ის პოლიტიკური კრიზისი არ იძლევა, რომელიც თბილისში ანტირუსული კონტექსტის მქონე აქციების ფონზე შეიქმნა.
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “იზვესტიას” უთხრა, რომ საქართველო მიესალმება, თუკი რუსეთი აღადგენს ავიაკავშირს.
ზოგიერთი “ექსპერტის” დაბეჯითებით მტკიცება, რომ ავიაკავშირი წლის ბოლომდე აღდგებოდა, არ გამართლდა.