რომელ გზასაც გადახერგავენ, იმის იქით დავდგებით, მარტივი საკითხია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს და ოპოზიციის გასაკეთებელი საქმის ნახევარი გააკეთეს.
„ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს და ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს. ჩვენ არ გვჭირდება შეღწევა შესასვლელამდე, ჩვენ დავდგებით იმის იქით, სადაც თვითონ აქვთ გადაახერგილი. ვნახოთ, როგორ შემოვლენ ისინი. დაახლოებით ვიცით რა ადგილიდანაც შეეცდებიან შემოყვანას, არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მთელი პოლიციის ძალას რომ ჩართავენ გმირულად შეაღწევინებენ ვიღაცებს პარლამენტში ასეთი წვალებით, რომელიც მინიმუმ დამსახურებული აქვს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს. ეს გაგრძელდება, ვიდრე ასე უტიფრად იქცევიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.