სანდრო ბრეგაძე ოპოზიციის უპრინციპობას ამხელს რწმენისა და ეკლესიის მიმართ

კონსერვატული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და “ქართული მარშის” თავკაცი სანდრო ბრეგაძე ე. წ. პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, მათი უპრინციპობის გამო:

“ვეკითხები ყველა იმ პოლიტიკოსს და პარტიის ლიდერს,რომლებიც იმ სულიერი სიმახინჯის [გიგა მაქარაშვილის – “ნიუსფრონტი”]გვერდით დგახართ, რომელიც შეურაცხყოფს ეკლესიას – რა უფრო მნიშვნელოვანია ? პროპორციული არჩევნები თუ ეკლესიის მტრების გვერდით დგომის ცოდვა ?

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი იყოს –  ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტრის გვერდით დგომა-მეგობრობა-თანამებრძოლობა ისეთივე მიუტევებელი ცოდვაა, როგორიც უფლის გმობა! რომელი პოლიტიკოსიც გიგა მაქარაშვილის მსგავსი ღვთისმგმობელის და თაბაგარის მსგავსი მამათმავალლის თანამებრძლი იქნება, ისიც ისეთივე იესო ქრისტეს გამყიდველია და იუდას თანაზიარია, როგორც ეს ავაზაკები! განაგდეთ ეს სატანის მოციქული და წმინდა ხატების შეურაცხმყოფელები, ნუ ხართ მათთან ხელიხელჩაკიდებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევე შეჩვენდებით, როგორც ეს ანტიქრისტეები!

ნუთუ პარლამენტარის სავარძელმა ისე დაგაბრმავათ, რომ მზად ხართ ამ ნაძირლებთან და გარყვნილებთან ერთად იბრძოლოთ? განაგდეთ ეს უღმერთოები, განაგდეთ ნაც-ჯალათები, თუ გსურთ გაერთიანდით მათ გარეშე და ისე იბრძოლეთ პროპორციული არჩევნებისთვის,თორემ უკვე ბოკერიას, თეა თუთბერიძის, ჩერგოლეიშვილის და ლგბტ აქტივისტების მარქაფად აღგიქვამთ ხალხი!

ნაცები და ბოკერია არ მენანება, მაგრამ 2-3 პოლიტიკოსი ნამდვილად მენანება ისტორიის იმ ბნელი მხარისთვის,რომელსაც ქრისტეს მტრების და ერის მოღალატეების თანამებრძოლობა ეწოდება!” – წერს სანდრო ბრეგაძე საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.