„გუშინ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დიდი შესაძლებლობა. საქართველო მსგავს ორგანიზაციას ხელმძღვანლობს პირველად.
საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა 20 წლის წინ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხედვით და შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში. როდესაც საქართველო 20 წლის წინ გახდა ევროსაბჭოს წევრი, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში კიდევ მოუწევს იყოს სრული რეფორმიერების და სხვადასხვა მიმართულებით – სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ დღესაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც, სადაც ქვეყანა სრულად ადასტურებს და სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული“, – განაცხადა გახარიამ.