ვინ ქმნის ახალ ფრაქციას პარლამენტში?

დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას დეპუტატები მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი გეგმავენ.

ფრაქციის სახელწოდება “დამოუკიდებელი დეპუტატი” იქნება და მის თავმჯდომარედ მარიამ ჯაში განიხილება.