სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ დღეს პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე და დაახლოებით, 2 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. მისი განცხადებით, პროექტი უპრეცედენტოა, რადგან 100 პარალელური აუქციონი საქართველოს პრივატიზაციის ისტორიაში არ გამართულა