ბათუმი საკურორტო ქალაქია თუ საშიში ქიმიური ჰაბი?

ბათუმის პორტში, შარშან გოგირდი აალდა და ამ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ინვესტორი, დიმიტრი აბდუშელიშვილი, უკან დახევას არ აპირებს და ამ საქმეში სოლიდური თანხების დაბანდებას გეგმავს.

ლაპარაკია, რომ შემოიტანენ 1 მილიონ 200 000 ტონა ამონიუმის ნიტრატს, საერთო ჯამში, 14 დასახელების ქიმიური ნარჩენები უნდა შემოიტანონ. ამ ინფორმაციას მალავდნენ, ხალხს არ ეუბნებოდნენ. ამბობდნენ, ვითომ მხოლოდ კარბამიდის ტერმინალი უნდა აშენებულიყო. შემდეგ ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ბათუმის პორტსა და ტერმინალის მესვეურთა შორის უნდა გაფორმებულიყო და იქ ეწერა, რომ კარბამიდთან ერთად, ტერმინალის საწყობებში შეინახება ამონიუმის ნიტრატი, გოგირდი, ამიაკის სელიტრა და ადამიანის ორგანიზმისთვის სხვა სახიფათო ნივთიერებები. თვეში 60 000 ტონა ნარჩენის ბრუნვაზეა ლაპარაკი. გამოდის, რომ 2 წელიწადზეა გათვლილი.

თუმცა ეს დასაწყისია. ტერმინალი შეიცავს ძალიან დიდ რისკს და ხიფათს ბათუმისა და ბათუმელებისთვის. სამწუხაროდ, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება ანალოგიურ ობიექტებზე სერიოზული ავარიები, მაგალითები ბევრია: ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ბოლო შემთხვევას ადგილი ჰქონდა 26 სექტემბერს, საფრანგეთში…  ამიტომ ყველა ცდილობს, ასეთი ტიპის ობიექტები მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და მით უმეტეს, საკურორტო ზონაში, არ განათავსონ.

ამერიკაში მსხვერპლი მაინც მოჰყვა აფეთქებას, მეხანძრეები და მაშველები დაიღუპნენ, რომელთაც სპეციალური წვრთნები ჰქონდათ გავლილი. ჩვენთან მაშველებსა და მეხანძრეებს, ეს სპეციფიკური წვრთნები არ აქვთ გავლილი და თუ ავარია, აფეთქება მოხდა, ქართველი მეხანძრეები და მაშველები ბევრს ვერაფერს მოახერხებენ და თავად დაემუქრებათ საფრთხე. აღარაფერს ვამბობ მოუმზადებელი მოსახლეობისთვის გამოწვეულ საფრთხეზე, როდესაც ქიმიური ტერმინალი მათი საცხოვრებელი სახლების წინ არის ამოშენებული. ყველაზე ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლი ტერმინალიდან სულ რაღაც 60 მეტრშია.

პროექტი, მხოლოდ ინვესტორის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, ამ პროექტში თავიანთი როლები აქვთ გადანაწილებული აჭარის ბატონ-პატრონს ანუ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის ყოფილ მეთაურს ზურაბ პატარაძეს, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში ელჩად გახლავთ მივლენილი.

თორნიკე რიჟვაძეს პირად საუბარში ისიც კი აქვს ნათქვამი,რომ ტერმინალის მშნებლობას ვერ შეაჩერებს და თუ ის საზოგადოებას არ მოეწონებ,ა არჩევნებზე ხმას აღარ მისცემენ, ამ პროექტში მისი როლი ბათუმელებთამნ სიტუაციის დალაგება და პროექტის პროტესტის ჩახშობა გახლავთ, ზურაბ პატარაძე კი ბაქოდან ტვირთების გატარების პასუხისმგებელია.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ ესმის, რისკები და მათ მინდა ვუთხრა უამრავი საშუალებაა ინფორმაციის მიღების, გაეცანით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და ნათლად დაინახავთ, თუ როგორი საფრთხის წინაშე დგას ბათუმი დღეს.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი,

ბათუმი