ხანძარი “კიდობან”-ში. დამწვარია სამი მაღაზია

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” სამი მაღაზია დაიწვა. ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიებს მოედო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის.