მარნეულში ჯგუფური ქურდობის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

მარნეულში 2 პირი დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს, 4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.