ყოფილი “რუსთავორელი”, ახლაც ძველებურად, გვარამია-გაბუნიას ტანდემის ხელქვეითი თენგო გოგოტიშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე “ნიუსფრონტის” მისამართით უშვერი სიტყვებით ილანძღება. მიზეზი – მისი საყვარელი უნიტაზებია, რომლებსაც, მისივე მტკიცებით, რუსი ჯარისკაცები იტაცებენ საქართველოდან, უკრაინიდან და მთელი მსოფლიოდან.
გოგოტიშვილის გაღიზიანება ჩვენმა ამ ინფორმაციამ გამოიწვია – “უნიტაზების თემით’ გამოლაყებული ქართველი და უკრაინელი ლიბერალ-ნაციონალისტები“. მან პირადად საკუთარ თავზე მიიღო გამოლაყებაც და ლიბერალ-ნაციონალიზმიც, ვინაიდან “უნიტაზების” თემა – თენგოს თემაა!
როგორც თავად გვამცნობს, მან “საკუთარი თვალით” ნახა და კამერაზეც გადაუღია, როგორ დაიწყო აგვისტოს ომი, რომელიც, თენგოს ლოგიკით, მალე “უნიტაზებისთვის ომში” გადაიზარდა. მართალია, ვიდეომტკიცებულებები თენგოს არ აქვს, ინტერნეტში იძებნება მისი ერთი ვიდეო, სადაც იგი ქალის ხმით ეწიკვინება ერთ რუს სალდათს – “ვილკუ პაკაჟი, გდე ვილკა”, ანუ ჩანგალი მაჩვენე, სად წაიღე ჩანგალიო…
ვეჟო, ქვეყანა დაიქცა და შენ ერთი ჩანგლის გამო კინაღამ მეორე ფრონტი გახსენი, არ გრცხვენია, თენგო?!
უნიტაზებს რაც შეეხება, თუკი მართლა წაიღეს რუსებმა, შენ საიდან იცი, მაგ დროს ყაზარმის ტუალეტში იყავი? თუ რუსებმა შეგათრიეს და მაგ უნიტაზებში შხაპი მიგაღებინეს?!
ნაცვლად უნიტაზების დევნისა, აგვისტოს ომში სიმართლე გადაგეღო, ჯობდა! შენი ნაპრეზიდენტალი სააკაშვილის სირცხვილი და დანაშაულები, მისი “გმირი” მინისტრების სიმხდალე და კიდევ ბევრი რამ იყო გადასაღები! ის გადაგეღო, რუსები როგორ ამარაგებდნენ თქვენგან მიტოვებულ გორის და ქარელის რაიონების ქართულ სოფლებს პროდუქტით!
ახლა ნუ გამოყოფ ფეხს და რუსების და უკრაინელების საქმეს ნუ “გაგვირჩევ” – თავს მიხედე, თენგო.
“ნიუსფრონტი-საქართველო”