აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მსუბუქი თვითმფრინავი Pilatus PC-12 ქალაქ ჩემბერლენის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. სულ ბორტზე 12 მგზავრი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრნავის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ქარბუქი გახდა.