დღეს ვერის პარკში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

რუსთაველის თეატრის მსახიობის , ბესო ზანგურის ინიციატივით ვერის პარკში აქცია გაიმართა. აქციას ესწრებოდნენ ია მეტრეველი  და ჯამბულ გამცემლიძე .

ბესო ზანგურის განცხადებით, ისინი გმობენ  “ნაციონალური მოძრაობის” ბოლოდროინდელ ქმედებებს.  მათი ერთერთი მოთხოვნაა, რელიგიური გრძნობებისა და პატრიარქის შეურაცხყოფა გახდეს დასჯადი.

აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს, მომდევნო შეკრება დაანონსდა 8 დეკემბერს 13:00 საათზე ვერის პარკში, რა დროსაც გაჟღერდება კონკრეტული მიმართვის ტექსტი.

ასევე, შექმნიან საორგანიზაციო ჯგუფს, სავარაუდოდ, ახალ სამოქალაქო მოძრაობას ჩაეყრება საფუძველი.

ვერის პარკში მობილიზებული იყვნენ  სამართალდამცავები, ასევე მოსული იყო იქ  საპატრულოს უფროსი ვაჟა სირაძე.