პუტინი იერუსალიმში ჩავა და ლენინგრადის ბლოკადის მემორიალს გახსნის

12 ნოემბერს ისრაელში, იერუსალიმში, ჩადებულ იქნა მემორიალის – “ხსოვნის სანთელი” – პირველი ქვა, რომელიც დიდი სამამულო ომის დროს, ბლოკადაში მოქცეული ქალაქ ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) დამცველთა და მცხოვრებთა გმირობას ეძღვნება.

 

ცერემონიას ს.-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი ვლადიმირ კნიაგინინი, ევრო-აზიული ევბრაული კონგრესის პრეზიდენტი მიხეილ მირილაშვილი, ბიზნესმენი ვიქტორ ვექსელბერგი, რუსეთის ებრაული კონგრესის პრეზიდენტი იური კანერი ესწრებოდნენ.

ამ თარიღამდე ზუსტად ორი თვით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს დაუდასტურა, რომ იგი ისრაელს ეწვევა ჰოლოკოსტის და ლენინგრადის ბლოკადის მსხვერპლთა მოსაგონებლად, ამ ორი ტრაგედიის – ებრაული ჰოლოკოსტის ხსოვნისა და რუსული ლენინგრადის ბლოკადისგან გათავისუფლების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა – 27 იანვარი.

1944 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ ქალაქი ლენინგრადი სრულად გაათავისუფლა 872-დღიანი ფაშისტური ბლოკადისაგან, ხოლო 1945 წლის 27 იანვარს იგივე წითელი არმია პოლონეთში მდებარე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში შევიდა, სადაც ოთხი წლის მანძილზე ნაცისტებმა მილიონასიათას ებრაელს და კიდევ სხვა ეროვნების ადამიანებს საშინელი ტანჯვით მოუღეს ბოლო.

ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ს. პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი იანვარში იერუსალიმს ეწვევა და მემორიალს გახსნის.

აქვე გთავაზობთ წლის დასაწყისში მომზადებულ ვიდეოსიუჟეტს იერუსალიმის მომავალი მემორიალისა და ლენინგრადის ბლოკადის თაობაზე: