სააკაშვილის მომხრე ოპოზიციური პარტიების ლიდერები გეგმებს აწყობენ

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერებს კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით აქვთ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, პროტესტი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. გარდა ამისა, ისინი არ გამორიცხავენ, ხელისუფლებასთან მოლაპრაკებების მეორე რაუნდსაც.

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინ ხელისუფლებასთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრებენ.