დაკავებული დეკანოზის უფლებადამცველი და ოჯახი ეჭვობს, რომ საქმეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეგნებულად აფერხებენ.
ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის ვერსიაც, რომ დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ გადაგზავნილა, რასაც
საპატრიარქოში უარყოფენ.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ შესაბამისი წერილი მათ პრეზიდენტს სინოდის სხდომიდან რამდენიმე დღეში, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიაწოდეს.