მცხეთა – აქციის მონაწილეებს ერთამანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა

მცხეთაში, სადაც აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. “ქართული ოცნების” აქტივისტები აგრესიულად არიან განწყობილი ჟურნალისტების მიმართ, განსაკუთრებით კი, “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფების მიმართ.

ერთ-ერთმა მათგანმა “კურიერის” კორესპოდენტს მიკროფონი წაართვა, რის შემდეგაც, “ქართული ოცნების” აქტივისტი პოლიციამ ადგილიდან განარიდა.

ცოტა ხნის წინ, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან ოპოზიცის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, რამაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში უკმაყოფილება გამოიწვია.

მათ, შეძახილებითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს ოპოზიციის ლიდერებს და აღნიშნეს, რომ არ აქვთ უფლება, საქართველოს ჰიმნი შეასრულონ.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს ერთამანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. მდგომარეობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შეძლო ოპოზიციის წევრების მხარეს გადმოსვლა. პირი სამართალდამცველებმა ადგილიდან განარიდეს.