რატომ ფიქრობს ჭიჭინაძე, რომ რევოლუცია იქნება?!

„ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატმა  დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მანვე თქვა, რომ არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, „ქართულ ოცნებას“ არავინ „გაუპრავებს“.

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს და შესაბამისად შორდება პოლიტიკასაც. არ გაითვალისწინებენ ამას და მიიღებენ რევოლუციას. ეს გარდაუვალია.

რადგან, არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, გინდა ვადამდელი ჩაატარონ და გინდა ვადიანი, არავინ „გაუპრავებს“. დასრულდება თუ არა არჩევნები, მიიღებენ რევოლუციას.

თუმცა „ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში.

ზოგადად კი, პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აღარ ჰყავთ რეალური პოლიტიკური მხარდამჭერები და ასეთ რადიკალიზაციაში შედიან, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება ქვეყნისთვის და იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას.

ხოლო ვინც პარტიული ინტერესების გამო აპირისპირებს ახალგაზრდების, მომავალ თაობას, მათ, ვინც ქვეყნის მომავალი ერთად უნდა შექმნან, ამას უკვე ისტორია არ პატიობს არასოდეს!“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე