ბერთან ერთად ნარკოდანაშაულზე დაკავებულს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას აღმკვეთ ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, საქმის მასალების მიხედვით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო, მალანიას არ ეკუთვნოდა.

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და რომან მალანია 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.