მოძრაობა “გაბედეს” წევრები ამჯერად ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ბიუროსთან შეიკრიბებიან.
ახალგაზრდები სოფო კილაძეს ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებზე რეაგირებას სთხოვენ.
მათთვის მიუღებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის დუმილი, განვითარებულ მოვლენებზე.
მოძრაობის წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს.