სკანდალები ნატოს სამიტზე: 2) ტრამპმა უარი თქვა ნატოს სხვა ლიდერებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ლონდონის სამიტის შემაჯამებელ ვახშამზე არ დარჩა, მან ასევე უარი განაცხადა სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად პროტოკოლით გათვალისწინებული ფოტოს გადაღებაზე და შინ გაეშურა.

სურათზე: ნატოს ლიდერებზე განრისხებული ტრამპი, ლონდონი, 4 დეკემბერი, 2019 წ.

ტრამპი უკმაყოფილოა ნატოს სხვა წევრების ქმედებით, რომლებიც ალიანსს არასაკმარისად აფინანსებენ, ამერიკას კი ძირითადი ფინანსური ტვირთი აკისრია. ლიდერების უთანხმოება ამ და სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, წლიდან წლამდე ასუსტებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. როგორც ვიუწყებოდით, პირველი სკანდალი გამოიწვია ტრამპის და კანადის პრემიერ ტრიუდოს ერთმანეთისადმი ცუდმა პიროვნულმა დამოკიდებულებამ.