ნატოში ყველაფერი თავდაყირა დადგა: ორი უახლოესი მოკავშირის – შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ერთმანეთს უფრთხიან.
სურათზე: ეულად დარჩენილი დონალდ და მელანია ტრამპები, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის რეზიდენციის წინ
პრეზიდენტ ტრამპს და მის მეუღლეს ნატოს სამიტის მასპინძელი, ბრიტანელი პრემიერ-მინიტრი ბორის ჯონსონი დაუნინგ სტრიტზე, პროტოკოლის საწინააღმდეგოდ, თავისი რეზიდენციის წინ არ შეეგება და კარს უკან დაიმალა. იგივე განმეორდა აშშ-ის პრეზიდენტის გაცილების დროს – ჯონსონი გარეთ არ გამოვიდა.
ბრიტანელი ლიდერის საქციელი განპირობებულია ევროპაში და, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ტრმაპის არაპოპულარობით. ტრამპის ვიზიტის პარალელურად, ლონდონის ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.