სკანდალები ნატოს სამიტზე: 4) მაკრონს არ რცხვენია

ნატოს ლონდონის სამიტზე ჟურნალისტებმა, სწრაფი ნაბიჯით მიმავალ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს საყვედურით სავსე შეკითხვა მიაძახეს:

“არ გრცხვენიათ?!”

ეს კითხვა ეხებოდა მაკრონის ამასწინანდელ დიაგნოზს, რომელიც მან ნატოს დაუსვა და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: “ნატოს ტვინი მოკვდა!”

მაკრონო შეჩერდა, მიუბრუნდა შეკითხვის ავტორს და უპასუხა: “მე აბსოლუტურად არ მრცხვენია ამ სიტყვებისა, რადგან სწორედ მათ შემდეგ დაიწყო ასე აუცილებელი დისკუსია!”

დისკუსია იქით, დისკუსია აქეთ, სამიტმა უშედეგოდ ჩაიარა – ამას თითქმის ერთხმად აღნიშნავს დასავლური პრესა.