აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი, 81 წლის ასლან აბაშიძე ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ძებნილია ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებულ 28 პირს შორის, რომლებიც ასევე წითელი ცირკულარით იძებნებიან და მათი ასაკი 80-ს არის გადაცილებული.
ასლან აბაშიძეს და მის მმართველობას ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ დღევანდელი საქართველოს სირცხვილია, რომ ინტერპოლით ძიებას არ წყვეტს კაცზე, რომელიც ძებნილად სააკაშვილის რეჟიმმა გამოაცხადა მოგონილი ბრალდებებით. აბაშიძე მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საბაბით არის ძიებაში. არადა, ასლან აბაშიძემ თითქმის ხელუხლებელი ქონება დაუტოვა სახელმწიფოს, არანაირი თურქი და არაბი აბაშიძისდროინდელ აჭარაში არ ფლობდა საკუთრებას, ყველაფერი ქართული სახელმწიფოს ხელში იყო, ადგილობრივი ქართველები კი თავს ღირსეულ მოქალაქეებად გრძნობდნენ, უცხოელს არ ეჩაგვრინებოდნენ.
გახარიას მთავრობამ რომ ყური გამოიბერტყოს, ცუდი არ იქნება. საქართველო მტერს და მოყვარეს უნდა არჩევდეს, თორემ დაღუპვა გარდაუვალია.