კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით ძებნილი ძმები გლუშკოვები საქართველომ რუსეთს გადასცა

რუსეთის პროკურატურის მიერ ძებნილი რუსი ძმები გლუშკოვები საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა.

ძმები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გლუშკოვების ექსტრადირება უნდა მომხდარიყო.