დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს მოედო. ხანძარი დილის რვის ნახევრისთვის გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში 5-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ნივთები.

დაზარალებულები გამგეობამ დროებით საცხოვრებელში, ქირით გადაიყვანა.

ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად, ელექტროგაყვანილობის დაზიანება სახელდება.