დღეს, გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს.
თავიდან დაპირისპირება ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, ამის შემდეგ ჩხუბი გარეთ გაგრძელდა, რასაც დაჭრა მოჰყვა. დაჭრილი ახალგაზრდების ასაკი 20-დან 25 წლამდეა.
შსს-ს ცნობით, ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.