“დაშალოს ივანიშვილმა ‘ქ. ქოცნება’ და ახალი ძალა ჩამოაყალიბოს” – გ. რცხილაძე

პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ინტერვიუ მისცა, რომელშიც “ქართული ოცნების” არსებობის უაზრობაზე გაამახვილა ყურადღება:

“‘ქ. ოცნება’ მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის იმედზეა, მას ხალხში მხარდაჭერა, დიდი ხანია, აღარ აქვს. ვფიქრობ, ივანიშვილისთვის ეს პარტია ახლა ბალასტი უფროა. ალბათ სჯობს, დაშალოს ‘ოცნება’ და ახალი ძალა შექმნას, ე. წ. ‘ძველი გვარდიის’ დახმარებით. გამოაცხადოს, რომ მან ჩამოიცილა ‘სოროსელები’, რომლებიც მას ქვეყნის მართვაში უშლიდნენ ხელს, რომ ჰყავდა მოღალატეები და ახლა ხალხის გვერდით დგება. მიუხედავად ყველა ტყუილი დაპირებისა მისი მხრიდან, რაც აქამდე იყო, ხალხი მაინც მას დაუდგება გვერდით” – ამბობს გულბაათ რცხილაძე “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მომავალ ოთხშაბათს გამოქვეყნდება.