მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მერის თანამდებობა მას 1992-დან 2010 წლამდე ეკავა.
როგორც BBC-ის რუსულ გამოცემას მოსკოვის მერიაში განუცხადეს, ლუჟკოვი მიუნხენის ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2017 წელს მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ლუჟკოვი ყოველთვის მიიჩნევდა , რომ თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.
წყარო : BBC-ის რუსული გამოცემა