ნამდვილი ქართველები ნამდვილი რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე დაფიქრდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის მიერ ნათქვამმა ერთმა ფრაზამ, საქართველოში, სავიზო ცენტრის ბაზაზე, რუსული ენის და კულტურის ცენტრი გაიხსნებაო, ლიბერალ-ფაშისტებში თითქმის კრუნჩხვები გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ გაირკვა, რომ საუბარია ენის კურსებზე, ლიბერალ-ფაშისტები ბობოქრობენ და არშექმნილ კულტურულ ცენტრს ებრძვიან. არაერთმა პოლიტიკანმა და ყალბმა “ინტელექტუალმა” გააკეთა არაჯანსაღი განცხადება არარსებული რუსული კულტურული ცენტრის “ჯაშუშური საქმიანობის” შესახებ. დაუზეპირებიათ სიტყვათწყობა – “ჰიბრიდული ომი” და თუთიყუშებივით იმეორებენ ამ ძალიან სწრაფად გაცვეთილ ტერმინს, რომელიც გამოძახილს უკრაინაში და “პრიბალტიკაში” თუ იპოვის ოდენ.

მაგრამ ლიბერალ-ფაშისტები ცალკეულ განცხადებებს და ფეისბუკ-პოსტებს არ სჯერდებიან. ამერიკული დაზვერვის მიერ კონტროლირებადი “რადიო თავისუფლება” ამაყად იუწყება, რომ “რუსული კულტურის ცენტრის საქართველოში გახსნაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე 9 დეკემბერს თბილისში კონფერენცია გაიმართა მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არტისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით”.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა “მანიფესტიც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც ისინი რუსული კულტურის ცენტრს განიხილავენ, როგორც ახალ საოკუპაციო და იდეოლოგიურ ბაზას საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის საეჭვო საქმიანობა და შელახული საერთაშორისო რეპუტაცია ტოტალურ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებთან.

“რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნა არის არა მხოლოდ საზიანო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, არამედ შეურაცხმყოფელიც საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაციის, ასევე, უკანონო მცოცავი ბორდერიზაციის ფონზე”, – წერია მანიფესტში, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ცენტრის დაფუძნება საქართველოში” – აღნიშნავს “რადიო თავისუფლება”.

მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს იდიოტიზმი სკოლიდან გამოგდებულმა “ოროსნებმა” ამოაფრქვიეს, მაგრამ არა – მანიფესტს ხელს აწერენ პროფესორი გიგი თევზაძე, მწერალი ლაშა ბუღაძე, აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები. მართალია, აქვე იყვნენ ოპოზიციური მიტინგების მთავარი “პუტანკები” – გიგა მაქარაშვილი და შოთა დიღმელაშვილი, ასევე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, მაგრამ ძირითადად ეს იყო ინტელექტუალთა შეკრება. სწორედ ასეთი მახინჯი აზროვნების ინტელექტუალების მიმართ ვიყენებთ ტერმინს – ლიბერალ-ფაშისტი, რადგან მათ რუსულ კულტურასთან და რუსულ ენასთან ბრძოლა უწიგნურობით სულაც არ მოსდით. არც ჰიტლერი იყო უწიგნური და არც მისი ამალა. პირიქით, თითქმის ყველა მათგანი ძალიან ნაკითხი იყო, ნაკითხი, მაგრამ არა განათლებული. ლიბერალიზმით გაზავება ფაშიზმის არსს არ ცვლის, პირიქით, სადღაც უფრო ამძიმებს და ამახინჯებს ამ დანაშაულებრივ იდეოლოგიას.

“ნიუსფრონტი” დაუკავშირდა რამდენიმე პატრიოტ ქართველს და ამ თემაზე აზრი ჰკითხა. პასუხი იყო: “ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რუსული ენის და კულტურის ცენტრი რეალურად გაიხსნას ჩვენივე, ქართველების ინიციატივით. მზად ვართ, დღესვე ჩავუყაროთ საფუძველი ამ წამოწყებას და აბა ვინმემ გაბედოს და აღგვიდგეს წინ! მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საამისო ფინანსები, კულტურის ცენტრი არ უნდა იყოს მოჩვენებითი, იქ უნდა ფუნქციონირებდეს ბიბლიოთეკა და მედიათეკა, ეს რეალური კერა უნდა იყოს ცოდნას მოწყურებული ადამიანებისათვის. ამიტომ, თუკი ვიშოვეთ დაფინანსება, ამ მამულიშვილურ საქმეს საფუძველს ჩავუყრით. რუსეთში არავინ უშლის ხელს ქართველებს ჩვენი ენისა და კულტურის გავრცელებაში; პირიქით, რუსეთის სახელმწიფო ეხმარება მათ ასეთ საქმეებში” – აღნიშნა “ნიუსფრონტთან” საუბარში ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა, სანამ საქმე არ დაწყებულა.