ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა რუსეთის შესახებ. ერთის მხრივ იგი ამტკიცებს, რომ ნატო მტრების სიას არ ადგენს და რუსეთი დასავლეთის მტერი არ არის, რადგან “რუსეთი არ არის იგივე, რაც საბჭოთა კავშირი იყო”, თუმცა დასძენს:
„ჩვენ ვხედავთ მეტად თავდაჯერებულ რუსეთს, რომელმაც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების მეტად უფრო არაპროგნოზირებად ლანდშაფტს ტერორიზმის ზრდასთან ერთად. ჩვენ ვხდავთ კიბერშეტევებს. ვხედავთ, რომ ჩინეთის აღზევებასთან ერთად, ძალაუფლების გლობალური ბალანსი იცვლება. ასეთ დროს ჩვენ გვჭირდება ისეთი ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუციები, როგორიცაა ნატო“.