რამდენიმე წუთს წინ სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ დაუშვებლად ცნო 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
საქმის განხილვა “რუსთავი2”-ის ყოფილმა მეპატრონეებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.
18 ივლისს სტრასბურგმა დაადგინა, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.