ყოფილი პატიმარი , ადვოკატი მამუკა ტუსკაძე სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში წერს:
“მე როგორც უფლებადამცველი და პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისათვის” თავმჯდომარე, ასევე როგორც ყოფილი პატიმარი და მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისიის ყოფილი წევრი, ანუ მოქალაქე რომელიც მინიმუმ გარკვეულია პენიტენციალური სისტემის მართვასა და იქ არსებული სოციალური მდგომარეობაში ვაცხადებ შემდეგს:
შეწყდეს პენიტენციური სისტემაში შესაბამისი სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანების, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება… ნუ ცდილობთ ხელოვნურად დაძაბოთ სისტემაში მდგომარეობა… ნუ ისარგებლებთ იმით რომ ახალგაზრდა ადამიანები არიან სისტემის ხელმძღვანელობაში მოსული და ჯერჯერობით ჩაკეტილები არიან, რადგან მათ უკან გამოცდილი გუნდი და აწყობილი სისტემაა … ამ დრომდე სასჯელაღსულების მიმართულება ყველაზე მეტად წარმატებული სახელმწიფო სისტემაა საქართველოში და ასე მარტივად ამას ვერ დაშლით…
ასევე: თითქმის ყოველდღიური ურთიერთობები მაქვს პატიმრებთან და მინდა ხმამაღლა განვაცხადო რომ სახალხო დამცველის მიერ ასეთ კონტექსტში გაკეთებული განცხადება წმინდა წყლის პროვოკაცია და ემსახურება სისტემაზე დარტყმის მიყენებას. სისტემა იმართება სასჯელაღსრულების სხვადახვა რგოლის ხელმძღვანელობის მიერ და პატიმარი მხოლოდ კანონით დაცული უფლებებით სრულად სარგებლობს…
ასე რომ დაიცავით კონსტიტუცია და მოემზადეთ არჩევნებისათვის, სხვა გზებით და დესტრუქციული ნაბიჯებით ასევე პროვოკაციული გამოსვლებით მიზანს ვერ მიაღწევთ” – წერს ტუსკაძე.