სოროსის ფონდი საქართველოს საქმეებში ჩარევას განაგრძობს

გლობალისტ ჯორჯ სოროსის კუთვნილი “ღია საზოგადოების ფონდი”, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდ ნაწილს პირდაპირ და დაუფარავად აკონტროლებს, აგრძელებს საქართველოს საქმეებში ჩარევას და ამჟამად არჩევნების ე. წ. “გერმანულ მოდელს” ლობირებს.

ფონდმა სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ბესიკ ლოლაძეს დაუკვეთა და დაუფინანსა “კვლევა”, რომელიც ცალსახად და გადაჭრით ამტკიცებს, რომ “გერმანული მოდელი” ქართულ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია.

ჩვენ “გერმანული მოდელი” სულაც არ მიგვაჩნია აპრიორი ანტიკონსტიტუციურ მოვლენად, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს იურისტების განსჯის საქმე. სოროსის ფონდის ზედმეტი გააქტიურება და აშკარა ცალმხრივობა ამ საკითხში მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ფონდის მესვეურებს არ აინტერესებს სიმართლე და კანონიერება, არამედ ვითარების კიდევ უფრო არევას ცდილობენ – ლიბერალური ძალების სასარგებლოდ.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”