ავტობუსების განახლებული ავტოპარკი თბილისში – დედაქალაქის მოსახლეობას დღეიდან “ისუზუს”-ს მარკის ახალი ავტობუსები მოემსახურებიან.
ისინი მგზავრთა გადაყვანას 8 მარშრუტზე შეასრულებენ. საერთო ჯამში თბილისის მერიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 220 ავტობუსი შეიძინა.
“წელს ჩვენს პარკს ჯამში 310 ავტობუსი შეემატება, ეს არის 90 “მანის” მარკის 10 მეტრიანი ავტობუსი და 220 “ისუზუს” მარკის 8 მეტრიანი ავტობუსები. ყველა შესაბამის მარშრუტზე ჩანაცვლდება ძველი ე.წ. ყვითელი ავტობუსები,” – აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.