საპარლამენტო უმრავლესობამ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა წარადგინა. მის შესახებ ცნობილი ბიუროს სხდომაზე გახდა.
ხუნდაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა აკაკი ზოიძემ დატოვა.
ზოიძის პროტესტი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.