სრული აბსურდისკენ მიდის ხელისუფლების პოლიტიკური აპათია, უნიათობა თუ გნებავთ, იმპოტენცია. პარლამენტის წინ გაშლილ აურაცხელ კარვებს უკვე სერიოზული ფიზიკური დაპირისპირებები მოჰყვა. კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს და ჩვენ ამ კადრებს გთავაზობთ. აქ ერთ მომენტში ნათლად ჩანს, რომ “ცხვრის ქურქში” გახვეული მალხაზ მაჩალიკაშვილი გამეტებით ურტყამს ფეხს ახალგაზრდას თავის არეში, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მაგრამ პოლიცია მაჩალიკაშვილს არ ეხება და ორ მოჩხუბარ ახალგაზრდას დიდი გაჭირვებით აშველებს ერთმანეთისაგან.